გუდაური-ყაზბეგის რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

საქართველო, თბილისი - 2009-11-11 11:26:00

დღეს 11.00 საათიდან 17.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება გუდაური-ყაზბეგის რაიონს (საერთო ჯამში 2 100 აბონენტი). ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯიიდან აცნობეს.

აღნიშნულ რეგიონში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი ზამთრისთვის მოსამზადებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაა.

ზამთრისათვის მზადების ფარგლებში ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯია გუდაური-ყაზბეგის რაიონში ატარებს გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს 110 კვ ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე ანანური.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე დენის მიწოდება აღუდგება ენერგო-პრო ჯორჯიას ყველა გათიშულ აბონენტს.