ყაბარდო-ბალყარეთში "დიდების მარადიული ცეცხლის" მემორიალი ააფეთქეს

საქართველო, თბილისი - 2010-09-17 10:18:00


ყაბარდო-ბალყარეთში, ნალჩიკში წუხელ უცნობმა პირებმა " დიდების მარადიული ცეცხლის" მემორიალი ააფეთქეს, რომელიც ქალაქის პარკში მდებარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"აფეთქება უცნობმა პირებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მეშვეობით განახორციელეს. ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს", _ იუწყება რუსული მედია