ვენეციის კომისია ამბობს - გადააგდეთ ეს პროექტი სანაგვეზე და თავიდან დაწერეთ: ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 2019-04-16 17:37:00

ვენეციის კომისიამ გამოგზავნა დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე, რომელიც პრაქტიკულად ამბობს: გადააგდეთ ეს პროექტი სანაგვეზე და თავიდან დაწერეთო, -  ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი Facebook-ზე წერს.

“ანუ ის თქვა, რასაც ჩვენ ორი თვეა ვიძახდით.  მადლობა მათ ჩვეული კომპეტენტურობის, პირუთვნელობის და უჩვეულოდ სწრაფი პასუხისთვის. საკუთარ ხალხს რომ არ მოუსმენ - გარეთ მოგეჭრება თავი! მერამდენედ?!”, - წერს ნაცვლიშვილი.