ვლადიკავკაზის მოსახლეობა ჩრდილო ოსეთის ხელისუფლებისგან უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 2010-09-15 18:22:00

ვლადიკავკაზის მოსახლეობა ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებისგან უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით, დღეს ვალდიკავკაზში, მთავრობის სახლთან, 400-მდე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

"ჩვენთვის სულ ერთია, რამდენ ბოევიკს განადგურებენ ყოველდღიურად. გვინდა ჩვენს კითხვებზე პასუხი გავცენ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მომიტინგეებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სოსლან სიკოევი შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ რესპუბლიკის მეთაური ამ დროისთვის მოსკოვში იმყოფება, სადაც "უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციებს მართავს".