სპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში - ნაზი პაიკიძე, სოფიკო გურამიშვილი, ქეთი წაწალაშვილი, მერი არაბიძე, მარიამ დანელია დავით ბენიძე. დელეგაციას დავით გურგენიძე უხელმძღვანელებს, მწვრთნელები კი ლაშა ჯანჯღავა და გიორგი მაჭარაშვილი არიან.
ანტალიაში გამგზავრების წინ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ ასაკობრივი ნაკრების წევრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატები უსურვა.