ადგილობრივი სამართალდამცავების განმარტებით, შატოის რაიონში სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ბოევიკების ჯგუფი, რომლებმაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია.
"შატოის რაიონის ტყის მასივში საგამოძიებო სამძრებო საქმიანობის ჩატარებისას აღმოჩენილ იქნა ბოევიკთა ჯგუფი, რომელმაც შეიარაღებული წინააღმდეგონა გასწია", - განუცხადეს "რია ნოვოსტის" სამართალდამცავებმა.
შეტაკების შედეგად დაიღუპა საპატრულო სამუშაო სამსახურის ასეულის მეთაური, ხოლო უბნის ინსპექტორი დაჭრილია. ბოევიკების მხრიდან დანაკარგებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
შატოის რაიონში სპეცოპერაცია ამ დროისთვისაც გრძელდება.