"აფეთქება წუხელ დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა. ომონის თანამშრომელთა გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ხუთმა მილიციელმა ტრავმა და კონტუზია მიიღეს. ამჟამად აფეთქების ორგანიზატორების ძებნა მიმდინარეობს. აფეთქების სიმძლავრე 10-12 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.