ზაფხულის ტურისტულ სეზონზე S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკი-ბათუმის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას

საქართველო, თბილისი - 2019-01-28 11:34:00

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკი-ბათუმის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. S7 Airlines-მა აღნიშნულ მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო

ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ნოვოსიბირსკის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით პირველი, რეგულარული პირდაპირი ავიარეისი 5 ივნისს განხორციელდება. აღნიშნულ მარშრუტზე  S7 Airlines-ი რეისებს Airbus a320 neo-ს მეშვეობით განახორციელებს, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა 5 საათამდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ S7 Airlines-ს ნოვოსიბირსკი-თბილისის მარშრუტზე ოპერირების გამოცდილება უკვე აქვს.