სებ-ის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა

საქართველო, თბილისი - 2019-01-28 11:10:00

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა. 

2018 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავა აირჩია.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.

პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან მუშაობდა ვაშინგტონში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში; 2013-2015 წლებში იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის, აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი; 2010-2013 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.