თაღლითობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-11-10 16:22:00

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, ამირან ფარტენაძე მოქალაქეებს შინაგან საქმეთა ორგანოებში დასაქმებას ჰპირდებოდა და რის სანაცვლოდაც, თითოეულ მათგანს მოტყუებით 500 ლარს სძალავდა.

დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.