პრემიერი: ვმუშაობთ, რომ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანმა კომპანიებმა, საქართველოში ლაბორატორიები გახსნან

საქართველო, თბილისი - 2019-01-24 19:07:00

ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვან საერთაშორისო კომპანიებს, გახსნან თავიანთი ლაბორატორიები საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დავოსში შეხვედრებისას წამყვან კომპანიებს წარედგინა.

„PwC გვეხმარება, რომ ჩამოვაყალიბოთ ეს საკანონმდებლო ჩარჩო და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის რეალიზაციის შედეგად ჩვენ ძალიან ბევრ წამყვან მაღალი ტექნოლოგიების კომპანიას ვიხილავთ საქართველოში შესაბამისი სამეცნიერო ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ