ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულება ბერლინია

საქართველო, თბილისი - 2019-01-22 12:51:00

2018 წლის მონაცემებით,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულება ბერლინია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით, პირდაპირი ავიარეისების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი მგზავრთნაკადი ბერლინზე დაფიქსირდა. აღნიშნული მარშრუტით 2018 წელს სულ  47 ათას 270 მგზავრმა ისარგებლა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ბერლინის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მილანია. აღნიშნული მარშრუტით  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით სულ 44 ათას 249 მგზავრმა ისარგებლა.

მესამე პოზიციაზეა ბუდაპეშტი. ქუთაისი-ბუდაპეშტის მარშრუტით 2018 წელს 40 ათას 999 მგზავრი გადაადგილდა.

2018 წლის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ლიდერობენ შემდეგ მიმართულებები:

TOP-10

ბერლინი

berlin-ის სურათის შედეგი

მილანი

milan-ის სურათის შედეგი

ბუდაპეშტი

დაკავშირებული სურათი

დორტმუნდი

dortmund city-ის სურათის შედეგი

ვარშავა

დაკავშირებული სურათი

ვილნიუსი

დაკავშირებული სურათი

მემინგენი

meminghem-ის სურათის შედეგი

ლარნაკა

larnaca-ის სურათის შედეგი

კატოვიცე

დაკავშირებული სურათი

ლონდონი

london-ის სურათის შედეგი