YanAir Airlines-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით სიხშირეების ზრდას არ გეგმავს

საქართველო, თბილისი - 2019-01-22 11:05:00

უკრაინულმა ავიაკომპანია YanAir Airlines-მა ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის ფრენების განრიგი გამოაქვეყნა. ახალი განრიგის თანახმად, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში YanAir Airlines-ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანია კიევი-ბათუმის მარშრუტზე სიხშირეებს არ ზრდის, რადგანაც კომპანია ზამთრის სანავიგაციო პერიოდშიც აღნიშნულ მიმართულებაზე 2 სიხშირით ოპერირებს.

ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადამზიდავი ბათუმის მიმართულებით 6 აპრილიდან ფრენებს ყოველ ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს.