დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერეაციის შედეგად ორი ბოევიკი განადგურეს

საქართველო, თბილისი - 2010-09-10 12:16:00

დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერეაციის შედეგად ორი ბოევიკი განადგურეს.

როგორც "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, დაღესტანის სოფელში, მახარგი-მახაში ერთ-ერთ სახლში მილიციის თანამშრომლებმა ალყაში ბოევიკების დაჯგუფება მოაქციეს.

მათივე ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად ორი ბოევიკი განადგურდა, ხოლო სპეცრაზმის ერთი წევრი დაიჭრა.