წელს Apple ორ ახალ iPad-ს წარმოადგენს

საქართველო, თბილისი - 2019-01-19 12:13:00

iPad mini -ს ხაზი 2015 წლის მერე არ განახლებულა. თუმცა Apple აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციას ისევ აგრძელებს.

გამოცემა Digitimes-თვის ცნობილი ხდება, რომ ახალი iPad-ების წარმოებას „ჩაკბეჩილი ვაშლი“ უკვე შეუდგა. წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე Apple ბაზარზე ორ ახალ iPad-ს გამოიტანს.

ცნობისათვის ეს იქნება ისევ შედარებით დაბალფასიანი მოდელები, საუბარია 5 და 9,7 დიუმი ეკრანის მქონე iPad mini-ს მოდელებზე. mini-ს სავარაუდოდ A9 პროცესორი ექნება, რომელიც უკვე კარგადაა დატესტილი  iPhone 6s და 6s Plus-ზე.