სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა
საქართველო, თბილისი - 2019-01-18 16:13:00
18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.