არაბმა დიზაინერმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ქუსლი შექმნა, რომელიც უდაბნოს ქვიშითაა სავსე

საქართველო, თბილისი - 2019-01-16 14:44:00

24 წლის არაბმა დიზაინერმა, შეიხა ალ ალიმ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც საემიროების უდაბნოთია შთაგონებული.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ქუსლი - Kuthub-ი, რომელიც უდაბნოს ქვიშითაა სავსე.

„ჩვენ ვართ ერი, რომელიც გაიზარდა უდაბნოში. ეს ჩვენთვის კომფორტიცაა და სახლიც.

განა მართლაც კარგი არაა, რომ ყოველთვის თან გქონდეს მისი ნაწილი?“, - განმარტავს დიზაინერი.

დიზაინერული ნამუშევრის ფასი 315 დოლარია და ამ დროისათვის ასორტიმენტი საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა მომავალი თვიდან გაყიდვაში გამოჩნდება უფრო მეტი ზომისა თუ ფერის Kuthub-ი.