დაღესტანში სარკინიგზო შემადგენლობა ააფეთქეს

საქართველო, თბილისი - 2010-09-07 12:35:00

დაღესტანში სარკინიგზო შემადგენლობა ააფეთქეს - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

"კიზლიარ-იტარაბალის სარკინიგზო მონაკვეთზე ჯერ ჯერობით დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა", _ იუწყება რუსული მედია.
მსხვერპლის შესახებ ჯერ ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.