ავღანეთში დაღუპულ ქართველ ოფიცერს დღეს 14:00 საათზე ჩამოასვენებენ

საქართველო, თბილისი - 2010-09-06 13:19:00

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ოფფიცერს, მუხრან შუკვანს თბილისში დღეს, 14:00 საათზე ჩამოასვენებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცავის სამინისტროში განუცხადეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ალექსეევკის აეროპორტში ქართველ ოფიციალურ პირებთან ერთად აშშ-ს ელჩი საქართველოში, ჯონ ბასიც მივა.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა. ლეიტენანტი შუკვანი 1982 წელსაა დაბადებული.