ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის სამშობლოში გადმოსვენების თარიღს თავდაცვის სამინისტროში ვერ ასახელებენ

საქართველო, თბილისი - 2010-09-06 12:16:00

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი ოფიცირის მუხრან შუკვანის საქართველოში გადამოსვენების ზუსტ თარიღს თავდაცვის სამინისტროში ვერ ასახელებენ.

"ზუსტი თარიღი ახლა დგინდება", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა. ლეიტენანტი შუკვანი 1982 წელსაა დაბადებული.