"ამგვარი ნაბიჯის შედეგების გაუაზრებლობა მხოლოდ პოლიტიკურად ბეც ადამიანს არ შეუძლია. მიმაჩნია, რომ ეს იქნებოდა პირდაპირი გამოწვევა მთელი მსოფლიოსათვის", _ განაცხადა ზურაბიანმა ჟურნალისტებთან საუბარში ბოლო დროს სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის აქტუალიზაციის კომენტირებისას.
მისი აზრით, დე-იურე აღიარებამდე ჯერ დე-ფაქტო აღიარება უნდა მოხდეს. უნდა ხდებოდეს მთიანი ყარაბაღის გაძლიერება და კეთილმოწყობა.