გრიგოლ ვაშაძე 37%, სალომე ზურაბიშვილი 34% - "ევროპული საქართველოს" ეგზიტპოლები

საქართველო, თბილისი - 2018-10-28 20:14:00

"ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, რომელიც "BCG ReaserCh“-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა 37%-ით.

ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 34%-ით.

მესამე ადგილს "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძეა 17%-ით.

მეოთხე ადგილს იკავებს „ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი შალვა ნათელაშვილი - 5%

ხოლო სხვა კანდიდატებს -7%

შესაბამისი მონაცემები პარტიაში რამდენიმე წუთის წინ წარმოადგინეს.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.