„სამართლიანი არჩევნები“ დარღვევების შესახებ ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 2018-10-28 12:10:00

„სამართლიანი არჩევნები“ დარღვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.  არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით,  27 ოქტომბრის საღამოს საათებში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესახებ ლაგოდეხში. სოფელ ცოდნისკარის მცხოვრებლები, ნუნუ ჯორჯაძე და თედო ხაჩიაშვილი, რომელთა ოჯახის წევრები სამხედრო მოსამსახურეები არიან, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს - ნანო ლომიძესა და ია ჯოხაძეს - ზეწოლაში ადანაშაულებენ. ჯორჯაძე ამბობს რომ ლომიძე და ჯოხაძე მათ ოჯახში მივიდნენ და მოსთხოვეს, ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამხედრო მოსამსახურე შვილს პროებლემები შეექმნებოდა. ჯორჯაძე ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ იგივე გადაეცა ხაჩიაშვილების ოჯახისთვის და ისიც გაეფრთხილებინა. ხაჩიაშვილების ოჯახის ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა.

გარდა ამისა, დამკვირვებლებისთვის სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არჩევნების წინა ღამეს ცნობილი გახდა ასევე, გურჯაანისა და დედოფლისწყაროშიც.

ამ დროისთვის უბნების გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა:

დამკვირვებელზე შესაძლო ზეწოლა

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა:

წილისყრის წესის დარღვევა:

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება:

მარკირების წესის დარღვევა:

პირადობის დამადასტურებელი დაკომენტაციის არ შემოწმება:

კონვერტის არასწორად გაცემა:

სიაში ხელის არასწორად მოწერა:

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:

უბნის დაგვიანებით გახსნა:

არაუფლებამოსილი პირი უბანზე:

სამართლიანი არჩევნებიშეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

„სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და ამომრჩეველზე ზეწოლა და ნების გამოვლენაზე კონტროლი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ასევე, იმისათვის რომ ამომრჩევლის არჩევანი დაფიქსირდეს, საკმარისია ბიულეტენში მკაფიოდ გამოიკვეთოს სასურველი კანდიდატის მხარდაჭერა. შესაბამისად, თუ ამომრჩეველს კონკრეტული ფორმით სთხოვენ გააკეთოს არჩევანი და ფოტო გადაუღოს, ამომრჩეველს შეუძლია შემდგომ გადახაზოს იძულებით გაკეთებული მონიშვნა (ან გადახაზოს ყველა კანდიდატი) და შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

სამართლიანი არჩევნები“ გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები საარჩვენო რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

სამართლიანი არჩევნებისშემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 15:00 საათზე.