რამზან კადიროვს პრეზიდენტის თანამდებობა "სახელმწიფოს მეთაურით" შეუცვალეს

საქართველო, თბილისი - 2010-09-02 18:50:00


რამზან კადიროვს პრეზიდენტის თანამდებობა "სახელმწიფოს მეთაურით" შეუცვალეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჩეჩნეთის პარლამენტმა დღეს მიიღო.

სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, ჩეჩნეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება უკვე დაამტკიცა.