უკრაინაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-11-09 15:29:00

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ქართველების აყვანა დონეცკის რაიონის ქალაქ მაკეეფკაში მოხდა. ქართველებს ქურდობაში ედებათ ბრალი.

უკრაინის შსს-ის ინფორმაციით, ქართველებმა 1 სექტემბერს, ერთ-ერთი ბინის დაყაჩაღების შედეგად ათასი გრივნა, საიუველირო ნივთები და მობილური ტელეფონი გაიტაცეს.