მედია ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის, სააკაშვილის მიერ - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 2018-10-01 16:14:00

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის თქმით, მედია ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ.

„რა დღეში იყო მედია, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ. დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, მისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო - პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა ამ პროცესს და თავისი მოღვაწეობის 80% სწორედ ამას მოახმარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პარტიის ლიდერი ღიმილის მომგვრელს უწოდებს მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს.