რუსთავში არმატურის საწარმო გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 2009-11-09 12:42:00

დღეს რუსთავში არმატურის საწარმო გაიხსნება. ახალ ქარხანას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიხეილ სააკაშვილი რუსთავში 15:00 საათისთვის ჩავა.

არმატურის საწარმოს მშენებლობაში ინდური ინვესტიცია ჩაიდო.