გლდანში მაღაზიაზე მომხდარი თავდასხმისას ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2009-11-09 11:26:00

წუხელ გლდანში მეხუთე მიკრორაიონის მეცხრე კორპუსში მდებარე მაღაზიაში გვიან ღამით სამი უცნობი ახალგაზრდა შეიჭრა. 

თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელებმა გამყიდველს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვეს, რის შემდეგაც მაღაზიის მეპატრონემ ერთ-ერთ მათგანს ესროლა. შედეგად 20 წლის ახალგაზრდა დაიჭრა, რამდენიმე წუთში ის იმავე კორპუსში გარდაცვლილი იპოვეს.

ორი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა წინასწარი მოკვლევითი სამუშაოები უკვე დაასრულეს. მიმდინარეობს გამოძიება.