რუსეთში A/H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

საქართველო, თბილისი - 2009-11-09 08:30:00

დღეიდან, 9 ნოემბრიდან, რუსეთში A/H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.

ვაქცინაცია რუსეთის 5 რეგიონში - მოსკოვის, ტიუმენის, ბრიანსკის, ვორონეჟის ოლქებსა და ალტაის მხარეში ჩატარდება.

ვაქცინა გაუკეთდებათ სასიცოცხლო დანიშნულების სამსახურების თანამშრომლებს, შემდეგ პედაგოგებსა და ექიმებს, ხოლო ბოლო ეტაპზე - ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, ფეხმძიმეებსა და ბავშვებს.