ამიერკავკასიაში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხნა თბილისში გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 2018-05-09 16:19:00

ხვალ, 10 მაისს თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის (ATC) გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. საზეიმო გახსნის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, „Elbit Systems Cyclone“-ის წარმომადგენელი რან კრილი და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.

ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს წრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.