ძიუდოს აკადემიის დარბაზი 23-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 2009-11-06 22:12:00

დიღომში მდებარე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზი 23-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.

შეჯიბრებაში რეგიონალური პირველობების შედეგებით შერჩეული 224 სპორტსმენი მონაწილეობს. მათგან საუკეთესოებით მოხდება ნაკრების დაკომპლექტდება, რომელიც 20-22 ნოემბერს, ანკარაში გასამართ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე იჭიდავებს.
მედლები 60, 66, 73, 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

საქართველოს პირველობა განახლებული წესებით იმართება.

შეჯიბრება 7 ნოემბერს დასრულდება.