ჩინჩილაკაშვილმა მოსახლეობას განუმარტა რომ 10 ნოემბერს ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე ოსების ტყვეობაში მყოფ ლამისყანის მცხოვრებთა შესახებაც იქნება საუბარი.
"მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცების არაერთი შემთხვევა ყოფილა ოსური მხარის მხრიდან, რაც თითქმის ყოველთვის ტყვეების გათავისუფლებით მთავრდებოდა. ეს არის ჩვენი სამართალდამცავების გონივრული მოქმედების და სწორი მოლაპარაკებების შედეგი, რაც მაძლევს საფუძველს, მქონდეს იმედი, რომ 10 ნოემბრის მოლაპარაკებები ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება", - მიმართა ჩინჩილაკაშვილმა მოსახლეობას.
კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის 6 მკვიდრი _ ჯამლეტ ჯამრიშვილი, გენადი წითლაური, მერაბ თვაური, აჩიკო დიდებაშვილი, ლექსო ბეგანიშვილი და ლევან ბეგანიშვილი _ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო ჭრის ბრალდებით 1-ელ აგვისტოს დააკავეს.