ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კომისია მომავალ წელს დაფინანსდება 630 ათასი ლარით, თუმცა მისი თქმით, ეს თანხა ბიუჯეტში იმიტომ არ არის დაფიქსირებული, რომ კომისია ფინანსდება ორი ფონდიდან. კომისიის წევრების სახელფასო უზრუნველყოფას ახორციელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ხოლო მათთვის ინფრასტრუქტურით სარგებლობას უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების დაპირებისამებრ საკონსტიტუციო კომისიას მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა და ამ ვადაში კონსტიტუციის პროექტიც მოემდზადებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვალდებულება და პირობა არ შესრულდება, რადგან კომისიის დაფინანსება მომავალი წლისთვისაც არის გათვალისიწნებული.