ციხის ბუნტში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება

საქართველო, თბილისი - 2009-11-05 17:55:00

 თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ციხის ბუნტში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება. 

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოში განუცხადეს, პროცესზე მსჯავრდებული პატიმრების დაკითხვა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ციხის ბუნტი გაზაფხულზე მოხდა. მასში მონაწილეობა 38 მსჯავრდებულ ქალს ბრალდება.

აღსანიშნავია, რომ განსასჯელი ქალების ადვოკატებმა დღეს შესაძლოა სპეციალური განცხადებაც გაავრცელონ.