ეკონომიკური განვითარების მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2009-11-06 08:11:00

დღეს, 6 ნოემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ბიზნესმენებს შეხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური უწყებიდან აცნობეს, მინისტრი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებთან. გამართავს შეხვედრას.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძე და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს უფროსი ირაკლი მატკავა დაესწრებიან.

შეხვედრა საერთაშორსო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართება.