ხვალიდან "მტკვარი ჰესის" მშენებლობა დაიწყება

საქართველო, თბილისი - 2009-11-05 19:45:00

 "მტკვარი ჰესის" მშენებლობა 6 ნოემბერს, "ფარავანჰესის" კი დეკემბერში დაიწყება, _ ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა 22 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ჰესების საკითხით პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაინტერესდა. 

როგორც ხეთაგურმა განმარტა, "მტკვარი ჰესი" 41-მეგავატიანი იქნება და ის შესაბამისად მდინარე მტკვარზე აშენდება.

"ფარავანჰესის, რომელიც ახალციხეში უნდა აშენდეს, სიმძლავრე 78 მეგავატი იქნება. ორივე ჰესის მშენებლობა 3-4 წელიწადში დასრულდება", _ განმარტა გილაურმა.