საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტური ოლიმპიადა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2009-11-05 18:59:00

6 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (ქ. ბათუმი) გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სტუდენტური ოლიმპიადა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

ღონისძიებას დაესწრებიან საკონსტუტუციო სასამართლოს თავჯდომარე, აჭარის ა/რ განათლების მინისტრი, საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ოლიმპიადა ტარდება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრისა და სახალხო დამცველის აპარატის პარტნიორობით.