"ეუთოს დოკუმენტი არის უფრო პოლიტიკური დოკუმენტი და პირდაპირ სამართლებრივ რეაგირებას არ იქონიებს. წამოსული წყება განცხადებების და რეზოლუციების, რომლებიც გმობს ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთო ჯამში ქმნის იმ ფონს, რომ რუსეთს უწევს ჩვენთან და მეზობლებთან მიმართებაში თავის პოლიტიკის შეტრიალება", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების უპირობო დაბრუნებას ეხება.