დღეს "ჯაყოს ხიზნების" პრემიერა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2009-11-05 08:20:00

დღეს, 5 ნოემბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება რეჟისორ დათო ჯანელიძის ახალი მხატვრული ფილმის "ჯაყოს ხიზნების" პრემიერა.

მთავარ როლებს ასრულებენ ნატო მურვანიძე (მარგო), გიორგი ნაკაშიძე (ჯაყო), ზაზა ბურჭულაძე (თეიმურაზის).

ფილმის ოპერატორია გიორგი გერსამია, მხატვარი _ ჯემალ მირზაშვილი, კოსტიუმები ეკა მაღალაშვილს ეკუთვნის, სცენარის ავტორები არიან ვაჟა გიგაშვილი და დათო ჯანელიძე, ხოლო კომპოზიტორი _ დათო ევგენიძე.

საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ფილმი ორ კვირას იქნება თბილისისა და რუსთავის კინოთეატრების ეკრანებზე.

ფილმის სლოგანია: "სიყვარული ვნების გარეშე, ვნება სიყვარულის გარეშე".