სომხეთ-აზერბაიჯან-საქართველოს შორის ერთიანი ტურისტული პროდუქტის ამოქმედებაზე ინფორმაცია 6 ივლისს შერატონ მეტეხი პალაში მიმდინარე კონფერენციის შემდეგ გაჟღერდა, რომელიც რეგიონში სამთო ტურიზმის განვითარებას ეხებოდა.
"აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და კულტურისა და ტურიზმის მინისტრის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ვიდრე სომხეთი აზერბაიჯანის მიტაცებულ ტერიტორიებს მთლიანად არ გაათავისუფლებს, სომხეთთან არანაირი თანამშრომლობა არ იგეგმება", - განმარტავენ აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში.