ევროობლიგაციების ღირებულებამ ოქტომბერში რეკორდულ მაჩვენებელს მაიღწია

საქართველო, თბილისი - 2009-11-04 19:23:00

ევროობლიგაციების ღირებულებამ ოქტომბერში რეკორდულ მაჩვენებელს მაიღწია. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ევროობლიგაციების ფასმა 101,2 დოლარი შეადგინა.

"ეს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო საზოგადეობის ნდობას გაზრდის", - განმარტა გილაურმა.

ამასთან მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას, მან შიდა საფინანსო ბაზრის მონაცემები წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი "ყოველ ჯერზე მცირდება".

"აღნიშნული შიდა ბაზრის ეკონომიკური მიმართულების ნდობის მაჩვენებელია", - განაცხადა გილაურმა, რომლის განმარტებითაც, სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი პირველად 5 პროცენტს ჩამოცდა და 4,9 პროცენტზე დაფიქსირდა.