კორუფციის ბრალდებით გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-11-04 18:24:00

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კორუფციის ბრალდებით გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი ნიკოლოზ ჩიმაკაძე და ამავე ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავეს.

როგორც კუდ-ის ხელმძღვანელის მოადგილემ სოსო ალავიძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაკავებულები უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდნენ და მეწარმეებს ქრთამის სახით სისტემატურად სძალავდნენ თანხას.

დანაშაული თავისუფლების 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.