მარიხუანის შეძენა, შენახვა და მოხმარებაზე ჯარიმა მცირდება

საქართველო, თბილისი - 2017-03-28 20:44:00

 მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა, იგი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანაფისა და მარიხუანის შეძენაზე, შენახვასა და მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500-იდან 300-ს ლარამდე შემცირდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი გაუქმდება.

წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის წინაპირობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.