დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების შუამდგომლობა დააკმაყოფილდა

საქართველო, თბილისი - 2017-03-28 12:03:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების თაობაზე მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.
პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა, რის საფუძვლადაც საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაასახელა. 

სასამართლო დღესვე იმსჯელებს ბრალდებულის ღკვეთის ღონისძიების საქმეზე