ყიფშიძის ქუჩაზე, მიწის ჩავარდნის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2017-03-27 18:05:00

უბედური შემთხვევა თბილისში - ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწა ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მშენებარე კორპუსში მუშად მუშაობდა ორმოში ჩავარდა და გარდაიცვალა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.