მანანა კობახიძის აცილებასთან დაკავშირებით, "პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 2017-03-27 12:50:00

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს სადავო ნორმას, რომლის მიხედვითაც, გადაუნაწილებელი მანდატები არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე 2 პარტიაზე ნაწილდება. 2016 წლის არჩევნებზე ეს მანდატები "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერგოთ. ნორმა "პატრიოტთა ალიანსმა" გაასაჩივრა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ეს მანდატები თანაბრად უნდა გადანაწილდეს პარტიებზე, რომლებიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

"პატრიოტთა ალიანსმა" მოსამართლე მანანა კობახიძის აცილება მოითხოვა. მათი თქმით, კობახიძე პირადადაა დაინტერესებული და მას განცხადებაც აქვს გაკეთებული. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.