ვარკეთილში მე-9 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 2017-03-26 18:18:00

ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან, კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით უკვე დაიწყო. დამატებით დეტალებზე შსს ამ ეტაპზე არ საუბრობს.