ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2017-03-26 15:00:00

ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.