კასპის რაიონიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-25 12:31:00

კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროდან რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი გაიტაცეს. ისინი, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ელდარ ბულბულაშვილი და მურაზ გვინაძე სახლიდან საღამოს გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.

ამ დროისთვის გატაცებულები ცხინვალის ციხეში არიან გადაყვანილი, საიდანაც ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.