ბათუმში საწყობები გატეხეს - წაღებულია საკვები პროდუქტები

საქართველო, თბილისი - 2017-03-25 11:26:00


ბათუმში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე საწყობები გაქურდეს.საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სულ ოთხი საწყობია გატეხილი.

მომხდარის შესახებ საწყობების მეპატრონეებმა დღეს, დილით შეიტყვეს. 

მათი განცხადებით, ზარალი უმნიშვნელოა - დაკარგულია 50 ლარამდე თანხა და საკვები პროდუქტები. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.